საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მასწავლებელთა საუნივერსიტეტო კონფერენცია - ,,უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“ 2025

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი, მართავს მასწავლებელთა XIV საუნივერსიტეტო კონფერენციას, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლეს და საშუალო სკოლას შორის აკადემიური ურთიერთობების განვითარება-გაღრმავებას; განათლების სპეციალისტების, საუნივერსიტეტო პროფესიული საზოგადოებისა და საშუალო სკოლის მასწავლებლების მიერ საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას წამოჭრილი სირთულეებისა და პრობლემების ანალიზს; პროფესიული საჭიროებების გათვალისწინებით, პრობლემური საკითხების დასმას და კონკრეტული ნაბიჯების დასახვას სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გზებისა და ფორმების შემუშავების მიზნით.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, დარგობრივ სპეციალისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

 

კონფერენცია გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025 წლის 13  დეკემბერს.

 

წლევანდელი კონფერენციის მიზანია პროფესიულმა საზოგადოებამ განათლების რეფორმის წარსული გამოცდილების  გადააზრების საფუძველზე კრიტიკულად შეაფასოს განათლების სისტემის თანამედროვე გამოწვევები, შემოთავაზებული სარეფორმო ხედვები და გამოკვეთოს საქართველოს განათლების სისტემის განვითარების სამომავლო ტენდენციები.

 

კონფერენციის თემატიკა:

საქართველოში სკოლამდელი და ზოგადი განათლების რეფორმის საკითხები - ისტორია და თანამედროვეობა;

საქართველოში პროფესიული და უმაღლესი განათლების რეფორმის საკითხები - ისტორია და თანამედროვეობა.

 

სამუშაო ენა:

 

ქართული ენა

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება - 15 წუთი;

მსჯელობა - 5 წუთი;

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

 

თეზისების გაგზავნის ვადა: 2025 წლის 7  დეკემბერი

კონფერენციის ელექტრონული ფოსტის მისამართი: pedconference@tsu.ge

კონფერენციაზე მომხსენებლად დაშვების შეტყობინება: 2025 წლის 9 დეკემბერი

თეზისების გაფორმების წესი:

აბსტრაქტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად ინფორმაციას:

პრობლემის იდენტიფიცირება - საკითხის დასმა;

არგუმენტირებული პოზიცია/მსჯელობა;

დასკვნა;

ფონტი: Sylfaen

ზომა: 12

ინტერვალი: 1,5

მოცულობა: არაუმეტეს 500 სიტყვისა

ასევე, აბსტრაქტში თავფურცლის სახით მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

- სახელი და გვარი (პირადობის მიხედვით);

- ორგანიზაციის დასახელება, რომელშიც მუშაობთ და დაკავებული თანამდებობა/პოზიცია;

- მოხსენების სათაური;

- ელექტრონული ფოსტა;

- ტელეფონის ნომერი;

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: pedconference@tsu.ge

 

თარიღი: 27/11/2025